fbpx
Widget Image

ბოლო ჩანაწერები

03.06.2016 – 05.06.2016 გრან-პრი – გიუაანი ოჯალეში; ორი ოქროს მედალი – ქვევრის რქაწითელი და ოჯალეში; სამი ბრინჯაოს მედალი – გიუაანი ქვევრის მწვანე, კასრის მწვანე და მანავი. ასეთი შედეგით დასრულდა გიუაანის ღვინოების მონაწილეობა 3-5 ივნისს გამართულ WinExpo Georgia 2016-ის გამოფენასა და კონკურსზე.

30.06.2016 – 01.06.2016 „შავი ზღვის მეღვინეობის მესამე ფორუმის“ ფარგლებში გამართულ რეიტინგ-კონკურსზე: „შავი ზღვის ღვინოები 2016“ გიუაანის ქვევრის მწვანემ “კასრში დავარგებული საუკეთესო თეთრი ღვინის” წოდება მოიპოვა. კონკურსზე დაწესებული 5 ჯილდოდან ერთი გიუაანის ღვინოს ერგო. ფორუმზე წარმოდგენილი იყო 200-ზე მეტი სახეობის ღვინო და 70-მდე კომპანია, მათ შორის 6 ქართული საწარმო.

“ბერლინის ღვინის კონკურსზე” გიუაანის ორმა ღვინომ: მანავი (2015) და საფერავი-კაბერნე (2015) ოქროს მედალი მოიპოვა. ეს ერთი წლის განმავლობაში გიუაანისთვის რიგით მეცხრე ჯილდოა. “ბერლინის ღვინის კონკურსი” – “Berliner Wein Trophy” – “მეღვინეობისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზააციის” (OIV) და “ენოლოგთა საერთაშორისო კავშირის” (UIOE) პატრონაჟით ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 9500-ზე მეტმა ღვინის მწარმოებელმა მიიღო. ჟიური 150 წევრისგან შედგებოდა.

გიუაანმა მონაწილეობა მიიღო მთაწმინდის პარკში გამართულ ახალი ღვინის ფესტივალ 2016-ში. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 2015 წლის ღვინოები: მანავი, რქაწითელი, საფერავი, კაბერნე სოვინიონი, როზე კაბერნე თავკვერი და Giuaani თეთრი ნახევრადმშრალი. ფესტივალი “საქართველის ღვინის კლუბის” ორგანიზებით გაიმართა.

5-6 ივნისს გიუაანმა მონაწილეობა მიიღო ექსპო ჯორჯიაში გამართულ ღვინის მეშვიდე საერთაშორისო კონკურსში. კონკურსზე კომპანიის წარმოებულმა კასრის საფერავმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გიუაანმა მონაწილეობა მიიღო დედა ენის ბაღში გამართულ ახალი ღვინის ფესტივალში. ფესტივალზე წარმოადგენილი იყო გიუაანის მანავის მწვანე, რქაწითელი და საფერავი. ფესტივალი “საქართველოს ღვინის კლუბის” ორგანიზებით მეექვსედ ჩატარდა.

26 აპრილს, საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში მდებარე გიუაანის საწარმოში ღვინის პირველი დეგუსტაცია შედგა. 2014 წლის მოსავალი შემთხვევისთვის მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს. ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა.