fbpx
Widget Image

ბოლო ჩანაწერები

გიუაანი მეღვინეობა

Homeგიუაანი მეღვინეობა

ერთ დღეში მოთხრობილი საუკუნოვანი ისტორია

გიუაანი მეღვინეობა საგარეჯოს რაიონ სოფელ მანავში, თბილისიდან 45 კმ-ში მდებარეობს. ეს იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სურს ქართულ ტრადიციებსა და ღვინის კულტურას ეზიაროს.

სახელი გიუაანი უკავშირდება გიუაანთ უბანს, რომლის მკვიდრნი – გიუაშვილები, ჯერ კიდევ მანავის ციხის გარშემო ცხოვრებისას აწარმოებდნენ ღვინოს. ამ ტერიტორიაზე კი დღეს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი გიუაანის საწარმო მდებარეობს.

საწარმოს ტერიტორიაზე დღემდეა შემორჩენილი საუკუნოვანი ქვევრები, რომლებიც 1894 წელს გვარის გამგრძელებლის (მიხეილის – მიხაკოს) დაბადების აღსანიშნავად ჩაიყარა. ამავე წლიდან, გიუაშვილებმა ღვინის კომერციალიზაცია დაიწყეს, რასაც 2010 წელს ულტრათანამედროვე საწარმომ ახალი სული შთაბერა.