fbpx
Widget Image

ბოლო ჩანაწერები

შეაფასე ტრადიცია

გიუააანი ახდენს სოფელ მანავში და საქართველოს სხვადასხვა მიკროზონაში მოყვანილი ყურძნის ჯიშების გადარჩევას და მისგან სხვადასხვა სახეობის ღვინოების დაყენებას,როგორც თანამედროვე,ასევე
ტრადიციული მეთოდების გამოყენებით. კომპანია ორიენტირებულია მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებაზე და მისი წარმოება წელიწადში 400 000 ბოთლს შეადგენს. ღვინის ხარისხზე ზრუნავენ კომპანიის მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. გიუაანი ასევე აწარმოებს სპირტიან სასმელებს ჭაჭასა და ბრენდს.

ჩვენი ისტორია

ღვინის კომპანია გიუაანი გიუაშვილების ოჯახის საგვარეულო წარმოებაა კახეთის რეგიონის სოფელ მანავში.

დაიწყო ღვინის წარმოება

1800s

ოჯახმა ღვინის დაყენება იმდენად ადრე დაიწყო, რომ ზუსტი თარიღის დასახელება შეუძლებელია. ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციაზე მეტყველებს მის საკუთრებაში არსებული ზედაშეც.

a
საოჯახო ღვინო

1894

1894 წელს გიუაშვილების ოჯახში დაბადებული ბიჭის სახელზე დამატებით 5 უზარმაზარი ქვევრი ჩაყარეს და ღვინის წარმოებას<br /> ორგანიზებული და საწარმოო სახე მიეცა.

პირველი წარმოება

1894

ჩაეყარა საფუძველი გიუაშვილების ოჯახის იმ შტოს, რომლის შთამომავლებმაც გადაწყვიტეს საკუთარი ოჯახის საუკუნოვან ტრადიციაზე დაეფუძნებინათ თანამედროვე ტიპის საწარმო

a

რომლის საბოლოო პროდუქტშიც გააერთიანეს ოჯახში არსებული ღვინის დაყენების ძველი ტრადიციული მეთოდები და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები.

დაარსდა კომპანია

2010

იმ ადგილს სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ჩვენი საწარმო მდებარეობს გიუაშვილების უბანი ეწოდება, ადგილობრივები მას კუთხურად „გიუაანთ“ უბანს ეძახიან. აქედან მოდის კომპანიის დასახელებაც „გიუაანი“.

პირველი რთველი

2014

ღვინის კომანია „გიუაანმა“ მიიღო პირველი მოსავალი. ოჯახში არსებული ღვინის დაყენების ტრადიციების და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით დააყენა ქართული ღვინო.

ღვინის ოთახი გიუაანი

2017

თბილისში, აღმაშენებლის 39 ნომერში (ახალი ტიფლისი) გაიხსნა „გიუაანის ღვინის ოთახი“ Giuaani Wine Room - ღვინის ბარი და მაღაზია ერთ სივრცეში.

სადაც მომხმარებელს შეუძლია დააგემოვნოს და შეიძინოს გიუაანის წარმოების ნებისმიერი სახეობის ღვინო და მიირთვას გემრიელ კერძებთან ერთად.

სადეგუსტაციო სივრცე

2018

მანავში საწარმოში და მიმდებარედ გაიხსნა სადეგუსტაციო სივრცე და კახური რესტორანი, მთლიანად კეთილმოეწყო ეზო, მოეწყო დასავენებელი სივრცეები. გიუაანის სტუმრებს შეუძლიათ სრულად დაათვალიერონ გიუაანის საწარმო,

კახური რესტორანი

გაეცნონ ტექნოლოგიურ ციკლს, დააგემოვნონ ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიით დაყენებული ღვინოები, მისთვის სასურველ გარემოში დააგემოვნოს გიუაანის ღვინოები და მიირთვას საუკეთესო კერძები.

ჩვენი ისტორია

ისტორიულ სოფელ მანავის შუაგულში, ძირძველ ღვინის წარმოების ადგილას, სადაც მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენი წინაპრები ღვინოს აწარმოებდნენ, ძველი ტრადიციის გათვალისრინებითა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით, აშენდა გიუაანის ღვინის მარანი.

გიუაანის ღვინის ისტორია 1894 წლიდან იწყება. თავად კომპანია გიუაანი კი 2010 წელს დაარსდა. კომპანიის შექმნის ერთ-ერთი მთავარი იდეა საქართველოს, როგორც ღვინის უძველესი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქვეყნის, წარმოების სხვა ეტაპზე გადაყვანა იყო. მან აღნიშნული მიზანი წარმატებით განახორციელა – მოახდინა ძველი ტრადიციული მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების საბოლოო პროდუქტში გაერთიანება. გიუაანის მარანი აღიჭურვა ტრადიციული ქვევრებით, მუხის კასრებით და ულტრათანამედროვე დანადგარებით.

10
ქვეყნები
60
მიღებული ჯილდო
22
ღვინის სახეობა
400000
წარმოებული ღვინო ყოველწლიურად

თეთრი ღვინო

12
სახეობა
31
მიღებული ჯილდო

ქარვისფერი ღვინო

წითელი ღვინო

11
სახეობა
9
მიღებული ჯილდო

ვარდისფერი ღვინო

4
სახეობა
2
მიღებული ჯილდო