ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ისტორიულ სოფელ მანავის შუაგულში, ძირძველ ღვინის წარმოების ადგილას, სადაც მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენი წინაპრები ღვინოს აწარმოებდნენ, ძველი ტრადიციის გათვალისრინებითა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით, აშენდა გიუაანის ღვინის მარანი.

გიუაანის ღვინის ისტორია 1894 წლიდან იწყება. თავად კომპანია გიუაანი კი 2010 წელს დაარსდა. კომპანიის შექმნის ერთ-ერთი მთავარი იდეა საქართველოს, როგორც ღვინის უძველესი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქვეყნის, წარმოების სხვა ეტაპზე გადაყვანა იყო. მან აღნიშნული მიზანი წარმატებით განახორციელა – მოახდინა ძველი, ტრადიციული, მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების საბოლოო პროდუქტში გაერთიანება. გიუაანის მარანი აღიჭურვა ტრადიციული ქვევრებით, მუხის კასრებით და ულტრათანამედროვე დანადგარებით.

გიუაანი ახდენს სოფელ მანავში მოყვანილი სხვადასხვა ჯიშის ყურძნის გადარჩევას, შემდეგ კი მის დაყენებას როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ასე მიიღება გიუაანის ღვინოების მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით და დააკმაყოფილებს ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს. მასში დამგემოვნებელი ადვილად ამოიცნობს, როგორც ქართული ტრადიციული ღვინის გემოს, ისე თანამედროვე, კლასიკური ტიპის ღვინოების გემოსა და არომატს.

კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე და მისი წარმადობაც შეზღუდულია, მას ამ ეტაპზე შეუძლია მომხმარებელს შესთავაზოს წელიწადში 400 000 ბოთლი მაღალხარისხიანი პროდუქცია. ღვინის ხარისხზე ზრუნავენ კომპანიის მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი თანამშრომლები.

გიუაანის მუდმივი ზრუნვის საგანს წარმოადგენს საკუთარი პროდუქციის იმგვარად სრულყოფა, რომ იგი ყველა მომხმარებლისთვის საყვარელი, მშობლიური და შეუცვლელი გახდეს.