ჩვენი პროდუქტები

თავკვერი

წითელი მშრალი ღვინო. დამზადებულია კახეთის რეგიონის სოფელ მანავში თავკვერის ჯიშის სპეციალურად ნარჩევი ყურძნისგან ტრადიციული მეთოდით. დადუღების შემდეგ ღვინო 2 თვის განმავლობაში ქვევრშია დავარგებული. ტანინიანი და სხეულიანი ღვინო ძალიან ხავერდოვანი და დაბალანსებულია. დეგუსტაციისას ხასიათდება ტყის კენკრისა და წითელი ხილისა ტონებით. ხანგრძლივი დაბოლოებით იდეალურია შემწვარ ხორცთან, ცხარე სოუსებთან და ყველთან. t + 16-18°C.
0 comments

კაბერნე სოვინიონი

წითელი მშრალი ღვინო. დამზადებულია კახეთის რეგიონის სოფელ მანავში კაბერნე სოვინიონის ჯიშის სპეციალურად ნარჩევი ყურძნისგან. ტანინიანი და სხეულიანი ღვინო ძალიან ხავერდოვანი და დაბალანსებულია. ღვინოში შესანიშნავად არის განვითარებული ჯიშური არომატები, რის გამოც კარგად ერწყმის შემწვარ ხორცს, ცხარე კერძებსა და ყველს. t + 16-18°C.
0 comments

როზე კაბერნე სოვინიონი თავკვერი ქვევრი

ვარდისფერი მშრალი ღვინო. დამზადებულია კახეთის რეგიონის სოფელ მანავში კაბერნე სოვინიონისა და თავკვერის ჯიშის ყურძნებისგან კლასიკური მეთოდით. ქვევრში დადუღებული და 3 თვის განმავლობაში დავარგებული ღვინო დეგუსტაციისას ხასიათდება წითელი ხილის ტონებით: ჟოლო, წითელი მოცხარი. დაგემოვნებისას იგრძნობა მკვეთრად გამოხატული ხილის არომატი. მიირთვით: გრილ კერძებთან, თეთრ ხორცთან და ყველთან. იდეალურია როგორც აპერიტივი. იწარმოება შეზღუდული რაოდენობით. t +10-12°C.
0 comments

თეთრი ნახევრადმშრალი

თეთრი ნახევრადმშრალი ღვინო დამზადებული საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში. რქაწითელისა და კახური მწვანეს ჯიშის ნარჩევი ყურძნისაგან. ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერილობით და მკვეთრად გამოხატული ხილისა და ყვავილების ტონებით. ძალიან ხავერდოვანი და ხანგრძლივი დაბოლოებით იდეალურად ერწყმის ტკბილ სუფრას და ხილს. t +8 -10°C.
0 comments

თეთრი ნახევრადტკბილი

თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო დამზადებული კახეთის რეგიონის სოფელ მანავში. რქაწითელისა და კახური მწვანეს ჯიშის ნარჩევი ყურძნისაგან. ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერილობით და მკვეთრად გამოხატული ატმის ტონებით. ძალიან ხავერდოვანი და ხანგრძლივი დაბოლოებით იდეალურად ერწყმის ტკბილ სუფრას და ხილს. t +8 - 10°C.
0 comments

წითელი ნახევრადმშრალი

წითელი ნახევრადმშრალი ღვინო დამზადებული კახეთის რეგიონის სოფელ მანავში. საფერავის ჯიშის ნარჩევი ყურძნისაგან. ხასიათდება ჟოლოსფერი შეფერილობით და მკვეთრად გამოხატული ალუბლისა და მაყვლის ტონებით. ძალიან ხავერდოვანი და ხანგრძლივი დაბოლოებით იდეალურად ერწყმის როგორც ტრადიციულ კერძებს, ასევე დესერტს. t +12 - 14°C.
0 comments

წითელი ნახევრადტკბილი

წითელი ნახევრადტკბილი ღვინო დამზადებული კახეთის რეგიონის სოფელ მანავში. საფერავის ჯიშის ნარჩევი ყურძნისაგან. ხასიათდება ჟოლოსფერი შეფერილობით და მკვეთრად გამოხატული ალუბლისა და მაყვლის ტონებით. ძალიან ხავერდოვანი და ხანგრძლივი დაბოლოებით იდეალურად ერწყმის ტკბილ სუფრას. t +12 - 14°C.
0 comments

ქვევრის საფერავი

წითელი მშრალი ღვინო. დამზადებულია კახეთის რეგიონის სოფელ მანავში საფერავის ჯიშის სპეციალურად ნარჩევი ყურძნისგან ტრადიციული მეთოდით. დადუღების შემდეგ ღვინო 2 თვის განმავლობაში ქვევრშია დავარგებული. ტანინიანი და სხეულიანი ღვინო ძალიან ხავერდოვანი და დაბალანსებულია. დეგუსტაციისას ხასიათდება ალუბლის, წითელი ხილისა და მაყვლის ტონებით. ხანგრძლივი დაბოლოებით იდეალურია შემწვარ ხორცთან, ცხარე სოუსებთან და ყველთან. t 16-18°C.
0 comments

ქვევრის რქაწითელი

თეთრი მშრალი ღვინო. დამზადებულია კახეთის რეგიონის სოფელ მანავში რქაწითელის ჯიშის ნარჩევი ყურძნისგან ტრადიციული მეთოდით ქვევრში. დადუღების შემდეგ ღვინო 6 თვის განმავლობაში ქვევრშია დავარგებული. მისი შეფერილობა ქარვისფერია. ტანინიანი და სხეულიანი ღვინო ხასიათდება მწიფე ხილის, ჩირისა და მურაბების ტონებით. მიირთვით: მოხარშულ და შემწვარ ხორცთან, ტრადიციულ კერძებთან და ყველთან. t +10-12°C.
0 comments

ქვევრის მწვანე

თეთრი მშრალი ღვინო. დამზადებულია კახეთის რეგიონის სოფელ მანავში კახური მწვანეს ჯიშის სპეციალურად ნარჩევი ყურძნისგან ტრადიციული მეთოდით. დადუღების შემდეგ ღვინო 5 თვე ქვევრში იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ დავარგება მუხის კასრებში 4 თვის განმავლობაში დაასრულა. იგი ოქროსფერი შეფერილობისაა. აქვს ეგზოტიკური ხილის არომატული სურნელი. დეგუსტაციისას ხასიათდება დარიჩინისა და კაკაოს ტონებით. მიირთვით: ფრინველის ხორცთან, მწვადთან და ყველთან. t +10-12°C.
0 comments

საფერავი როზე

ვარდისფერი მშრალი ღვინო. დამზადებულია კახეთის რეგიონის სოფელ მანავში საფერავის ჯიშის ყურძნისგან კლასიკური მეთოდით. დეგუსტაციისას ხასიათდება წითელი ხილის ტონებით: ჟოლო, წითელი მოცხარი. დაგემოვნებისას იგრძნობა მკვეთრად გამოხატული ხილის არომატი. მიირთვით: გრილ კერძებთან, თეთრ ხორცთან და ყველთან. იდეალურია როგორც აპერიტივი. იწარმოება შეზღუდული რაოდენობით 4000 ბოთლი. t +11°C.
0 comments

კასრის საფერავი

წითელი მშრალი ღვინო. დამზადებულია კახეთის რეგიონის სოფელ მანავში საფერავის ჯიშის სპეციალურად ნარჩევი ყურძნისგან ტრადიციული მეთოდით. იგი მუხის კასრებში 12 თვის განმავლობაშია დავარგებული. ტანინიანი ღვინო დეგუსტაციისას ხასიათდება ვანილის, ძირტკბილას, წითელი ხილისა და მაყვლის ტონებით. ახასიათებს ხანგრძლივი გემო. მიირთვით: შემწვარ ხორცთან, ცხარე სოუსებთან და ყველთან. t +14-16°C.
0 comments

საფერავი

წითელი მშრალი ღვინო. დამზადებულია კახეთის რეგიონის სოფელ მანავში საფერავის ჯიშის სპეციალურად ნარჩევი ყურძნისგან კლასიკური მეთოდით. დეგუსტაციისას იგრძნობა მკვეთრად გამოხატული წითელი ხილის ტონები: ალუბალი, შავი ქლიავი. საშუალო ტანინიანი ღვინო ხასითდება ხანგრძლივი დაბოლოებით. მიირთვით: შემწვარ ხორცთან, ცხარე კერძებთან და გუდის ყველთან. t +14-16°C.
0 comments

კასრის მწვანე

ადგილწარმოშობის თეთრი მშრალი ღვინო. დამზადებულია კახეთის რეგიონის სოფელ მანავში კახური მწვანეს ჯიშის სპეციალურად ნარჩევი ყურძნისგან ტრადიციული მეთოდით. ღვინო მუხის კასრში 3 თვის განმავლობაშია დავარგებული. დეგუსტაციისას ხასიათდება თაფლისა და სანელებლების ტონებით: დარიჩინი, წიწაკა. მიირთვით: ხორცთან, ტრადიციულ კერძებთან და ყველთან. t +10-12°C.
0 comments

მანავი

ადგილწარმოშობის თეთრი მშრალი ღვინო. დამზადებულია კახეთის რეგიონის სოფელ მანავში კახური მწვანეს ჯიშის სპეციალურად ნარჩევი ყურძნისგან კლასიკური მეთოდით. დეგუსტაციისას ხასიათდება თეთრი ხილის ტონებით: კომში, მსხალი. დაგემოვნებისას იგრძნობა მკვეთრად გამოხატული ხილის არომატი. მიირთვით: ქართულ ტრადიციულ კერძებთან, ზღვის პროდუქტებთან, თეთრ ხორცთან და ყველთან. t +8-10°C.
0 comments

რქაწითელი

თეთრი მშრალი ღვინო. დამზადებულია კახეთის რეგიონის სოფელ მანავში რქაწითელის ჯიშის ნარჩევი ყურძნისგან. ღვინო დაყენებულია კლასიკური მეთოდით. დეგუსტაციისას ხასიათდება ციტრუსებისა და თეთრი ყვავილების არომატით. დაგემოვნებისას მკვეთრად არის გამოხატული ხილის ბუკეტი. მიირთვით: ქათმის ხორთან, ზღვის პროდუქტებთან და ყველთან. t +8-10°C.
0 comments