სიახლე

ივლისი – გერმანია – ბერლინის ღვინის კონკურსი

ბერლინის ღვინის კონკურსზე გიუაანის ორმა ღვინომ: მანავი (2015) და საფერავი-კაბერნე (2015) ოქროს მედალი მოიპოვა. ეს ერთი წლის განმავლობაში გიუაანისთვის რიგით მეცხრე ჯილდოა. ბერლინის ღვინის კონკურსი - Berliner Wein Trophy - მეღვინეობისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზააციის (OIV) და ენოლოგთა საერთაშორისო კავშირის (UIOE) პატრონაჟით ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 9500-ზე მეტმა ღვინის მწარმოებელმა მიიღო. ჟიური 150 წევრისგან შედგებოდა.
0 comments

30 ივნისი – 1 ივლისი – სოჭი – „შავი ზღვის მეღვინეობის მესამე ფორუმი“ და რეიტინგ-კონკურსი: „შავი ზღვის ღვინოები 2016“

გიუაანის ქვევრის მწვანემ კასრში დავარგებული საუკეთესო თეთრი ღვინის წოდება მოიპოვა. კონკურსზე დაწესებული 5 ჯილდოდან ერთი გიუაანის ღვინოს ერგო. ფორუმზე წარმოდგენილი იყო 200-ზე მეტი სახეობის ღვინო და 70-მდე კომპანია, მათ შორის 6 ქართული საწარმო.
0 comments

03.06.2016 – 05.06.2016 ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-9 საერთაშორისო გამოფენა

გრან-პრი - გიუაანი ოჯალეში; ორი ოქროს მედალი - ქვევრის რქაწითელი და ოჯალეში; სამი ბრინჯაოს მედალი - გიუაანი ქვევრის მწვანე, კასრის მწვანე და მანავი. ასეთი შედეგით დასრულდა გიუაანის ღვინოების მონაწილეობა 3-5 ივნისს გამართულ WinExpo Georgia 2016-ის გამოფენასა და კონკურსზე.
0 comments

14.05.2016 – ახალი ღვინის ფესტივალი 2016

გიუაანმა მონაწილეობა მიიღო მთაწმინდის პარკში გამართულ ახალი ღვინის ფესტივალ 2016-ში. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 2015 წლის ღვინოები: მანავი, რქაწითელი, საფერავი, კაბერნე სოვინიონი, როზე კაბერნე თავკვერი და Giuaani თეთრი ნახევრადმშრალი. ფესტივალი "საქართველის ღვინის კლუბის" ორგანიზებით გაიმართა.
0 comments

06.07.2015 – ღვინის მეშვიდე საერთაშორისო კონკურსი – ვერცხლის მედალი

5-6 ივნისს გიუაანმა მონაწილეობა მიიღო ექსპო ჯორჯიაში გამართულ ღვინის მეშვიდე საერთაშორისო კონკურსში. კონკურსზე კომპანიის წარმოებულმა კასრის საფერავმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
0 comments

09.05.2015 – ახალი ღვინის ფესტივალი

გიუაანმა მონაწილეობა მიიღო დედა ენის ბაღში გამართულ ახალი ღვინის ფესტივალში. ფესტივალზე წარმოადგენილი იყო გიუაანის მანავის მწვანე, რქაწითელი და საფერავი. ფესტივალი "საქართველოს ღვინის კლუბის" ორგანიზებით მეექვსედ ჩატარდა.
0 comments

26.04.2015 – ღვინის პირველი დეგუსტაცია

26 აპრილს, საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში მდებარე გიუაანის საწარმოში ღვინის პირველი დეგუსტაცია შედგა. 2014 წლის მოსავალი შემთხვევისთვის მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს. ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა.
0 comments